დაიმუხტე ბუნებაში!

როდესაც ბუნებაში რაიმეს შეეხები, იგრძნობ, რომ იგი მთელი დანარჩენი სამყაროს გაგრძელებაა. ამიტომ ვიზრუნეთ სამკუნალო წყაროები სტუმრებისთვის მარტივად ხელშესახები გაგვეხადა, დავნომრეთ წყაროები და ავაშენეთ ბიუვეტები, მკურნალობისა და დოზირების გასამარტივებლად. ერთ ჯადოსნურ ამბავს მოგიყვებით. თქმულების თანახმად, წყალი ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3 კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ აღმოაჩინეს. ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო, მიწის სიღრმეში გეოლოგემის აღმოჩენილი ცხელი თერმული წყალი იყო. წყაროები კი მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, ყველა მათგანს უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაუდგინეს.

რა დაავადებებს კურნავს საირმის წყაროები:

თერმული აბანოები
სარელაქსაციო ცენტრის აღჭურვასა და დაპროექტებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და გერმანელ მეცნიერებს მივანდეთ, რადგან გვჯერა სხეულის სიჯანსაღე პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების რიტმზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე.

ბუნებრივი რესურსები აქაც მოვიშველიეთ, ყოველი პროცედურა საირმის თერმული წყლებით კეთდება, რომელიც მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება, ტემპერატურა 410-ს შეადგენს და მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელს ხდის ჩვენს ყველა პროცედურას.

თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც მეცნიერულადაა დამტკიცებული. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტისა და ასევე გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით. თერმული წყალი წარმოადგენს სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით, შემდეგი დაავადებების დროს:
]
ჭარბწონიანობა
ცელულიტების პროფილაქტიკა და სხეულის კორექცია
ცენტრალური ნერვული სისტემა
ნეიროცირკულატორული დისტონია, უძილობა
ძვალსახსროვანი სისტემა
ართრიტი, ართროზი, რევმატიული დაავადებები
კანის დაავადებები
ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი