საირმის ფილოსოფია

მესამე სამყაროს მისადგომებთან, კაცობრიობის მეხსიერებაზე ძველ, ცივ მთებში არის კურორტი-საირმე, ეს იშვიათი ადგილია მსოფლიოს რუკაზე, სადაც სამყაროს რიტმი უსწრებს ლოკალურს. სანამ ქალაქებს სუნთქვა ეკვრება მრავალ საათიანი საცობებით, აქ ცხოვრების ახალი ეტაპებისთვის ემზადებიან და ქმნიან მომავლის მთავარ სიუჟეტს. საირმე არის ქალაქი, სადაც უნდა მისცე შანსი ახალ ცხოვრებას და გადააფასო ღირებულებები, უნდა მიხვდე, რომ არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა აკეთო ის, რისი კეთებაც გინდა. მთების ზუზუნი და მდინარის ხმაურიანი სიმღერა საუნდრეკია ამ გარდამავალი პერიოდის, ცვლილებებისთვის მზადების. ჩვენ გვჯერა, რომ ბუნებასთან სიახლოვეს შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. აქ ადგილი ყველასთვის არის, მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ, მთავარია საით მიჰყავს მთებიდან მომავალ ქარებს შენი გემები.
კურორტის შესახებ
სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. არის ყველაზე დიდი კურორტი ევროპასა და ამიერკავკასიაში. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს, არის ერთადერთი კურორტი, სადაც 6 სხვადასხვა სამკურნალო თვისებების წყარო ამოედინება და ერთდროულად 64 დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა. კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო საირმე, რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის- კრაფტის, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ. დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით.
საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ...